fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალები ქორწილს სულ უფრო ხშირად დებენ და საბოლოოდ, უმეტესობა არ ქორწინდება

ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საბერძნეთში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი დებს ქორწილს სამომავლოდ და საბოლოოდ, უმეტესობა საერთოდ არ ქორწინდება.

1980 წლის შემდეგ საბერძნეთში ქორწინებასთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კერძოდ, უმეტესად ქალები არიან ისინი, ვინც ამ მოვლენას სულ უფრო და უფრო შორს დებენ და შემდეგ არ ქორწინდებიან. ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ნაყოფიერებაზე, ვინაიდან საბერძნეთში პირველი შვილის დაბადება, ასე თუ ისე, დაკავშირებულია ქორწინებასთან.

ეს შედეგები აჩვენა საბერძნეთის კვლევისა და ინიციატივების ფონდის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ. ფაქტობრივად 1980 წლიდან თითოეულ წელს სულ უფრო და უფრო ნაკლები წყვილი ქორწინდება. მაგალითად: 1980-იან წლებში მაქსიმუმ 56.000 ქორწილი ფიქსირდებოდა, 1990-იან წლებში 53.000, 2016 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40.000-სს არ აჭარბებს, ხოლო 2020 წლიდან მაქსიმუმ 26.000.

ამავე მონაცემებით, სამოქალაქო ქორწინებები 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე ქორწინებების მხოლოდ 1/4-ს შეადგენდა, შემდგომში კი, ეს ტენდენცია უფრო და უფრო გაიზარდა და 2011-2019 წლებში ჯამში 45%-50%-მდე ავიდა. 2020 წლიდან კი, პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქორწინო ცერემონიების რაოდენობის შემცირებაზე, გამომდინარე შეზღუდვებიდან და მას შემდეგ სამოქალაქო ქორწინებების რიცხვი საერთო რაოდენობის 60%-ს შეადგენდა.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ადამიანები პირველად სულ უფრო და უფრო დიდ ასაკში ქორწინდებიან და ეს ფაქტი გავლენას ახდენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, საბერძნეთში შობადობის მაჩვენებელი არც თუ ისე სახარბიელოა.

onalem

ტესტ