fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში უმუშევრებს აღდგომის ფულადი საჩუქარი 22-26 აპრილის ფარგლებში ჩაერიცხებათ

როგორც ბერძნული მედია იუწყება, წელს ΔΥΠΑ-სგან თანხები გაცილებით ადრე ჩაირიცხება. საუბარია უმუშევრებისთვის სააღდგომო ფულადი საჩუქრის გაცემაზე, რაც ამ შემთხვევაში შედარებით ადრე მოხდება.

კერძოდ, უმუშევრებს, რომლებიც ოფიციალურად არიან გატარებული ΔΥΠΑ-ს (იგივე ΟΑΕΔ) სისტემაში და იღებენ უმშევრობის დახმარებას, თანხები ჩაერიცხებათ აღდგომის კვირამდე, ანუ 1 კვირით ადრე.

მოსალოდნელია, რომ ΔΥΠΑ-მ თანხები ჩარიცხოს 22 აპრილიდან 26 მაისამდე პერიოდში.

როგორც უკვე ცნობილია, 2024 წლის 1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ გაიზარდა უმუშევრობის დახმარებაც, 479 ევროდან 510 ევრომდე და პარალელურად, ეს გავლენას ახდენს საშობაო/სააღდგომო საჩუქრებისა და შვებულების თანხის რაოდენობაზეც.

დომნა მიხაილიდუს განცხადებით, ფულადი საჩუქრების რაოდენობა უკვე მომატებული ხელფასების მიხედვით განისაზღვრება და არა ძველი სისტემით.

 

onalem

ტესტ