fbpx
საბერძნეთი

მომაკვდავმა მამაკაცმა სიცოცხლის გახანგრძლივება ითხოვა, რათა მის ცოლს ქვრივის პენსია აეღო

შოკისმომგვრელი ფაქტი ტრიკალაში მოხდა და გერმანული პრესის ყურადღებაც კი მიიპყრო.

გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტი, საავადმყოფოს ექიმებს სიცოცხლის ხელოვნური გზით შენარჩუნებას სთხოვდა, რადგან მის ცოლს რამდენიმე დღეში 55 წელი უსრულდებოდა. ეს იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში, მისი მეუღლე ქვრივის პენსიის აღებას შეძლებდა.

ჟურნალში აღნიშნულია, რომ ამბავი სინამდვილეს შეესაბამება. პაციენტი ტრიკალადან არის. მისი მოთხოვნის მიზეზი იყო ის, რომ ქვრივის პენსია დამოკიდებულია არა მისი ქმრის მუშაობის სტაჟზე, არამედ ქვრივის ასაკზე.
თუ ის 55 წლის არ არის, ძალიან ცოტა რაოდენობით თანხას იღებს, რაც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თუ ბავშვები ჰყავს, ისინი გამოკვებოს.

ახალი კანონის მიხედვით, ქვრივს პენსიის აღება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, თუ ქმრის სიკვდილამდე 55 წელი შესრულებული აქვს. მომაკვდავი პაციენტი კი სიცოცხლის მექანიკურად გახანგრძლივებას სწორედ ამის გამო ითხოვდა.

ადამიანურმა ტრაგედიამ და მომაკვდავი მამაკაცის დრამამ ლარისას საკრებულომდე მიაღწია.

მამაკაცი, სავარაუდოდ, პენსიაზე გასული ოფიცერია.

თუ ქვრივის ასაკი მეუღლის სიკვდილამდე 55 წელია, პენსია მთელი სიცოცხლის მანძილზე გარანტირებული აქვს.

ამჟამად უცნობია, თუ რა ბედი ეწია კიბოს დიაგნოზის მქონე მამაკაცს.

onalem

ტესტ