fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

რამდენი ევრო გვეკუთვნის საბერძნეთში ხელფასების მატების შემდეგ, თუ 2012 წლამდე სამუშაო სტაჟი გვაქვს?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი 830 ევრომდე იმატებს და აღნიშნული ავტომატურ ცვლილებას იწვევს არა მხოლოდ სხვადასხვა დახმარებების გაზრდის კუთხით, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც აქვს სამუშაო სტაჟი მინიმუმ 3 წელი 2012 წლამდე.

მოდით განვიხილოთ, თუ რამდენი ევრო გვეკუთვნის და როგორ ხდება მინიმალური ხელფასის ოდენობის გამოთვლა მაშინ, როცა 2012 წლამდე გვაქვს 3, 6 ან 9 წლიანი სამუშაო სტაჟი.

თუ 2012 წლამდე ოფიციალურად ნამუშევარი გვაქვს მხოლოდ 3 წელი, მინიმალური ხელფასის ოდენობა ამ შემთხვევაში არის 913 ევრო.

თუ 2012 წლამდე გვაქვს 6 წლიანი სამუშაო სტაჟი, ამ შემთხვევაში მინიმუმი, რაც გვეკუთვნის, არის 996 ევრო.

თუ გვაქვს 9 წლიანი სამუშაო სტაჟი 2012 წლამდე, მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება 1.079 ევროთი.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 1-ლი აპრილიდან იზრდება უმუშევრობის დახმარებაც, დღეს არსებული 479 ევროდან 509 ევრომდე.

onalem

ტესტ