fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ჰაერში ისროდა

შოკისმომგვრელია კადრები, რომლებიც მეღარადან ვრდელდება და ჩანს, რომ კონკრეტულად ვლიხოს ტერიტორიაზე მამაკაცი ჰაერში ისვრის. ტერიტორია დასახლებულია და მამაკაცი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბოშური წარმოშობისაა, სწორედ სახლების გვერდით ისვრის.

პოლიცია მისი იდენტიფიცირებისა და ადგილსამყოფელის დასადგენად სპეციალურ ოპერაციას ახორციელებს, პარალელურად კი, უკვე დაკავებულია მეორე მამაკაცი, რომელიც ასევე ისროდა ამავე იარაღით და თან აღნიშნულის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ატვირთა.

პოლიციის ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს, საკმაოდ მასშტაბურია და მონაწილეობს რამდენიმე დანაყოფი, ჩხრეკა ტარდება სახლებშიც, არა მხოლოდ იარაღის, არამედ ნარკოტიკული საშუალებების ამოღების მიზნითაც.

როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ ამავე ტერიტორიაზე მოხდა ძარცვაც ერთ-ერთ სახლში, რომელშიც სავარაუდოდ, იგივე პირები მონაწილეობდნენ.

onalem

ტესტ