fbpx
საბერძნეთი

ცრუ ვაქცინაციის კადრები ათენიდან: დაკავებულია 75 წლის ექიმი

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, ალექსანდრას ვაქცინაციის ცენტრში 75 წლის პლასტიკური ქირურგი დააკავეს, კიდევ ორ ქალთან ერთად. მათი ბრალდება შემდეგია: ცრუ ვაქცინაციის ჩატარება, ყალბი სერთიფიკატების ასაღებად.

გამოქვეყნდა სკანდალური კადრები, სადაც ჩანს აღნიშნული პროცესი. ირკვევა, რომ 75 წლის ქალი ვაქცინაციის ცენტრში მივიდა და მოითხოვა, რომ აცრა მისთვის ექიმს კიარა თავის მეგობარ ექთანს ჩაეტრებინა, რომელიც მისი თანამზრახველი იყო. ასევე, დააკავეს მისი მდივანიც.

პოლიციამ ამ ამბის შესახებ 75 წლის ქირურგის ნათესავისგან გაიგო, რომელიც მათ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ექიმს ნათქვამი ჰქონდა იმ გზების შესახებ, რომლებითაც ყალბი ვაქცინაციის ჩატარებას გეგმავდა. ამგვარად, ოფიცრებმა მოხუცს მახე დაუგეს და კამერაც დაამონტაჟეს. ისინი ვაქცინაციის ოთახში მაშინვე შევიდნენ, როდესაც ყალბი აცრა ჩატარდა და ვაქცინის ამპულა ნაგვის ყუთში მთელ მდგომარეობაში იპოვეს.

არსებული ცნობებით, ექთანი, რომელმაც აცრა განახორციელა, მხოლოდ ნახევარ ხელფასზე მუშაობას გააგრძელებს.

თავად 75 წლის ექიმი ამტკიცებს, რომ აცრის წინააღმდეგი არ არის და პირველი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა, ვაქცინაციის ვალდებულების საკითხს საშინელებას უწოდებს.

onalem

ტესტ