fbpx
საბერძნეთი

“ან მკაცრი ზომები, ან კარანტინი, წლის ბოლოს 12.000 ინფიცირებული ბავშვი” – დიმოსთენის სარიიანის

პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პესიმისტური პროგნოზები გააკეთა ქვეყანაში მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ახლა 6.000 ინფიცირებული გვყავს, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 12.000-სს მიაღწევს.

“ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ინფიცირების შემთხვევათა 44% მოვა სკოლის ბავშვებზე, ანუ 2-დან 1 ბავშვი ინფიცირებული იქნება ვირუსით. სკოლებში უსაფრთხოების წესები არ არის საკმარისად დაცული. 

წელს პანდემიის გავრცელების პიკში გაცილებით ადრე შევალთ. ანუ ოქტომბრის ბოლოს გვექნება ის მდგომარეობა, რაც გასულ წელს გვქონდა ნოემბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით 6.000 შემთხვევა დღეში. ცხადია, გაიზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ეს ყველაფერი აისახება გარდაცვალებათა რიცხვზე. 

ჩრდილოეთ საბერძნეთში მკაცრი ზომების განხორციელებას ვუწევ რეკომენდაციას, სხვანაირად კარანტინი ერთადერთი გამოსავალი იქნება. პრობლემა არ აქვს მხოლოდ თესალონიკს, არამედ მეზობელ რაიონებსაც. ეს კი გამომდინარეობს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლიდან,” აღნიშნა პროფესორმა.

onalem

ტესტ