fbpx
კრიმინალი

“ტელევიზორის მარტო ყურების უფლებასაც არ აძლევდა, არ უნდოდა გარეთ ევლო” – 31 წლის დორას მკვლელობის შემზარავი დეტალები

როდოსზე 31 წლის ქალის, დორას მკვლელობის ამბავმა საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ის საკუთარმა ყოფილმა შეყვარებულმა შუა ქუჩაში მოკლა, სანადირო თოფით, ხოლო მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დორა ინგლისურის მასწავლებელი იყო, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტოქსიკურ ურთიერთობასა და პათოლოგიურ ეჭვიანობას ემსხვერპლა. მისი ოჯახის წევრები შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობენ.

ირკვევა, რომ დორასა და მის მკვლელს ურთიერთობა 9 თვის მანძილზე ჰქონდათ. თუმცა, როდესაც ზაფხულში დასასვენებლად წავიდნენ, სავარაუდოდ, იქ თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა და დორა ამ ყველაფერმა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო. მისი დედა ამბობს, რომ ტელეფონზე გვიან ღამით დაურეკა და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა დაშორებულიყო მას.

“9 თვის წინ გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ ერთად ივლისის შემდეგ ცხოვრობდნენ, ჩემს შვილს ეუბნებოდა ხოლმე, რომ როდესაც თავად დაიძინებდა, დორასაც უნდა დაეძინა. არ უნდოდა, რომ ტელევიზორისთვისაც კი, მარტოს ეყურებინა. უთვალთვალებდა, მუდმივად ამოწმებდა, როდის ბრუნდებოდა სახლში, ეუბნებოდა, რომ საერთოდ არ უნდოდა გარეთ გასულიყო ხოლმე. 

როცა დაშორდნენ, თავს არ ანებებდა, უთვალთვალებდა და მიზანში ჰყავდა ამოღებული. დორა ამბობდა, რომ ბოლო დროს მისი ძალიან ეშინოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი,” ამბობს მისი დედა.

ცნობილია, რომ 40 წლის მამაკაცი წარსულში ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა, მეუღლეს დაშორდა, მას ერთი შვილი დარჩა.

onalem

ტესტ