fbpx
კრიმინალი

“სასუნთქი აპარატი გაუთიშა, პირიდან მილი ამოაძრო და როცა ექიმები ადგილზე მივიდნენ, თავი მოიმძინარა” – 60 წლის ალბანელის მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალები

წითელი ჯვრის საავადმყოფოში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 77 წლის ბერძენი, რომელსაც ამავე პალატაში მწოლიარე 60 წლის ალბანელმა სასუნთქი აპარატი გაუთიშა და პირიდან მილიც კი ამოაძრო. მკვლელობის მიზეზი კი ის იყო, რომ ალბანელს სასუნთქი აპარატის ხმაური აწუხებდა.

დანაშაულის შესახებ დამატებითი დეტალები ვრცელდება. ირკვევა, რომ როდესაც 77 წლის მამაკაცი ექიმებს ხელიდან ეცლებოდათ, ალბანელი თავის საწოლში იწვა და თავს იმძინარებდა, თითქოს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მთელი ერთი საათის მანძილზე, როდესაც ექიმები ცდილობდნენ, მოხუცი გადაერჩინათ, ალბანელი ხმას არ იღებდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 60 წლის ალბანელს კრიმინალური წარსული აქვს, ის ორჯერ იყო დაკავებული: პირველად 2006 წელს, თავის თანამემამულეებთან სასტიკ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ხოლო 2019 წელს, არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროვებისთვის.

როგორც უკვე ცნობილია, ვინაიდან ის კორონავირუსით არის ინფიცირებული, ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა, საავადმყოფოში მის პალატასთან ოფიცრები განთავსდნენ.

სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ არასოდეს შეუმჩნევიათ ისეთი ქცევა, რომლის მიხედვითაც იფიქრებდნენ, რომ სასტიკი მკვლელობა შეიძლებოდა ჩაედინა. მისი დანაშაული მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც სასუნთქ აპარატზე თითის ანაბეჭდები იპოვეს. ამას გარდა, ექიმების თქმით, ისინი პალატაში მარტონი იყვნენ და თავისით 77 წლის მამაკაცს ვერც აპარატი გაეთიშებოდა და ვერც სასუნთქი მილი გადმოუვარდებოდა, ეს ყველაფერი კი, 60 წლის ალბანელის ბრალეულობას ამტკიცებს.

onalem

ტესტ