fbpx
საბერძნეთი

“სიკვდილი დაფიქსირებულია სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც, არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ AstraZeneca-ზე” – ფარმაკოლოგიის პროფესორი, დიმიტრის კუველასი

AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ ვაქცინასთან დაკავშირებით მთელ ევროპაში დიდი დაბნეულობაა შექმნილი. ფარმაკოლოგიის პროფესორი, დიმიტრის კუველოსი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მახვილდება ყურადღება მხოლოდ ამ ვაქცინაზე, როდესაც ის არაფრით განსხვავდება სხვებისგან.

“ვერ ვგებულობ, რატომ არსებობს ამხელა დაბნეულობა AstraZeneca-სთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გარდაცვალება სხვა ვაქცინების შემთხვევებშიც დაფიქსირებულა, თუმცა, მიზეზები სრულიად სხვა იყო. ეს ვაქცინა არ გამოირჩევა სხვებისგან, ყველა ვაქცინა, რომელიც ამ დროისთვის ბაზარზე არსებობს, ერთნაირია ხარისხით და ეფექტურობით. არცერთი არ შეიცავს განსაკუთრებულ საფრთხეებს. 

აბსოლუტურად ყველა პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს მოვლენები თითქმის არაფერია. 

ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ სწორად და მიზნობრივად, მაგალითად: AstraZeneca არ უნდა გაუკეთდეს ახალგაზრდა ქალებს, მაგრამ უნდა გაუკეთდეთ მამაკაცებს. რაც შეეხება, მოხუცებს, 87 წლის ზემოთ, მათი ორგანიზმი არ იღებს Pfizer-ის ვაქცინის ანტისხეულებს, ამიტომ მათ უნდა გაუკეთდეთ AstraZeneca-ს ვაქცინა,” აღნიშნა კუველოსმა.

 

onalem

ტესტ