fbpx
საბერძნეთი

ათენიდან გაფრენილმა თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო

საბერძნეთში უამინდობამ უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგები. როგორც ირკვევა, დღეს დილით დანიშნული რეისის სრულყოფილად შესრულება ვერ მოხერხდა.

კერძოდ, თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლიოში, ნიკოს კაზანძაკის აეროპორტში უნდა ჩაფრენილიყო, მაგრამ გაუარესებული ამინდის გამო, პილოტი იძულებული გახდა, რომ ხანიაში დაშვებულიყო.

მან რისკზე წასვლა არ ისურვა, რადგან ძლიერი ქარი უსაფრთხოდ დაფრენის საშუალებას არ აძლევდა და დაშვების უფლება იოანის დასკალოიანის სახელობის აეროპორტისგან ითხოვა.

საბედნიეროდ, თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდა და მგზავრები ირაკლიოში, სავარაუდოდ, ავტობუსით გაემგზავრებიან.

onalem

ტესტ