fbpx
საზოგადოება

“მიხარია, რომ საკი ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცია” – კატია ზიგული ფეი სკორდასთან

კატია ზიგული ფეი სკორდას დილის გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ისაუბრა შვილებზე, იმაზე, თუ როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება კარანტინმა და აწუხებს თუ არა, რომ საკის რუვა ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცია.

“ბავშვის ყოლა იმ სიტუაციას ჰგავს, როდესაც მანქანას გჩუქნიან და არ იცი მისი მართვა. მხოლოდ მეოთხე ბავშვზე მიდის ყველაფერი ავტომატურად. აპოლონა სახლში მარტოა, მარტო ჭამს, მარტო თამაშობს, ყველაფერს მარტო აკეთებს, ძალიან პატარა ასაკიდან.

პირველ შვილს დედოფალივით ექცევი და შემდეგ ნელ-ნელა აბალანსებ. დედებს გვაქვს ის ინსტინქტი, რომლის მიხედვითაც ვხვდებით, სად და რამდენი უნდა გავცეთ.

მე ვარჩიე, რომ სახლში ვყოფილიყავი, თუმცა, თავს სრულყოფილად არ ვგრძნობდი. გინდა შექმნა რაღაც შენი, ამიტომ დავიწყე ჩემი YouTube არხი და შემდეგ მოვიდა გადაცემა ERT-ზე. სამსახურის შემდეგ მაქვს ძალიან დიდი ენერგია და სიხარული, რომ დავუბრუნდე შვილებს და მივცე მათ ეს სიხარული. 

რაც შეეხება კითხვას, თუ მაწუხებს, რომ საკი ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცია, არა, ეს ძალიან მიხარია!” – თქვა ზიგულიმ.

onalem

ტესტ