fbpx
საბერძნეთი

რა არის მოსალოდნელი საბერძნეთში შემდეგ კვირაში და როდის დასტაბილურდება მდგომარეობა?!

ანალიტიკური ქიმიის პროფესორმა, ნიკოს თომაიდისმა ტელეკომპანია ANT-თან ისაუბრა და გააკეთა პროგნოზები პანდემიის კურსის განვითარებაზე მომდევნო კვირაში.

პროფესორის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რეცესია და გამოთქვა იმედი, რომ შენარჩუნდება კიდეც.

“საცალო ვაჭრობას პანდემიის კურსზე ჯერჯერობით არ მოუხდენია ნეგატიური გავლენა, ახლა უნდა ვნახოთ, იგივე იქნება თუ არა სკოლების შემთხვევაშიც. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო კვირაშიც ძალიან მაღალი რიცხვები დაფიქსირდება,” აღნიშნა თომაიდისმა.

როგორც უკვე ცნობილია, აფთიაქებში მოსწავლეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი ტესტები, რომელთა გაკეთებაც მათთვის სავალდებულოა. აქედან გამომდინარე 12 აპრილისთვის მოსალოდნელია, რომ გაიხსნას უმაღლესი სკოლებიც (ლიკიო).

პროფესორი იმასაც ამბობს, რომ ატიკაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელი ხდება, ვინაიდან შესაძლოა არის დიდი რიცხვები, მაგრამ სტაბილურია და არ იმატებს დღიდან დღემდე.

როგორც უკვე ცნობილია, კაფეებისა და ტავერნების გახსნა მოსალოდნელია აღდგომის შემდეგ, ხოლო მთავრობა მანამდე განიხილავს საკითხს, მოიხსნება თუ არა მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების აკრძალვა კვირის სხვა დღეებშიც და არა მხოლოდ შაბათ-კვირას.

 

onalem

ტესტ