fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პანიკა სკოლაში, სადაც მოსწავლე თვითმკვლელობით იმუქრებოდა

კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს ერთ-ერთ ლიცეუმში, პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც 16 წლის მოსწავლე საპირფარეშოში ჩაიკეტა და თვითმკვლელობა სცადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან გარკვეული სახის აბები დალია.

თუმცა, პოლიცია ასევე ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ მუქარა იყო და რეალურად, ის თავის მოკვლას არ ცდილობდა. 16 წლის გოგონა ირაკლიოს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

როგორც რეგიონული განათლების ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსწავლეს აუცილებლად აღმოუჩენენ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

onalem

ტესტ