fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან: ახალი ცნობები გადაადგილებისთვის საბერძნეთში მათთვის, ვინც მუშაობს

ხვალიდან საბერძნეთში გადაადგილებისთვის საჭირო ცნობის ფორმა იცვლება. საუბარია კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთაც სამსახურებიდან ჰქონდათ სპეციალური ცნობა, რომელიც უფლებას აძლევდათ გადაადგილებულიყვნენ სამუშაო ადგილის მიმართულებით და ცხადია, დაბრუნებულიყვნენ უკან, სახლში.

9 აპრილიდან კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ახალი ცნობები, სადაც აღნიშნულია, რომ:

1. დასაქმებულმა თანამშრომელი არ გადაიყვანა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე

2. კარანტინის რეჟიმში არ შეუწყვეტია მუშაობა

3. თანამშრომელი არ არის კუთვნილ შვებულებაში.

აღნიშნული ცნობები მოცემულია ქვემოთ და შესაძლებელია მათი ამობეჭდვა შემდეგი ელექტრონული მისამართებიდან: https://eservices.yeka.gr/ და https://forma.gov.gr.

დასაქმებულს სჭირდება TAXISNET-ის საკუთარი კოდები, რომ შევიდეს აღნიშნულ მისამართებზე და მარტივად ამობეჭდოს კუთვნილი ცნობა. სხვა შემთხვევაში უნდა აიღოს სამსახურიდან.

აღნიშნული ცნობები ძალაში უნდა იყოს მაქსიმუმ 2 კვირის მანძილზე.

onalem

ტესტ