fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასების შემოჭრის შემდეგ ტემპერატურის მატება საბერძნეთში – 8-10 გრადუსით მეტი, ვიდრე სეზონისთვის შესაფერისია

საბერძნეთში უჩვეულო ზამთარი გვქონდა, ზედმეტად მაღალი ტემპერატურითა და სიმშრალით, ხოლო გაზაფხული კონტრასტული ამინდებით ხასიათდება. მიმდინარე კვირაში ცივი ჰაერის მასებმა ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეა, ჰაერი არც თუ ისე თბილია.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, იტალიიდან შემოჭრილ ცივ ჰაერის მასებს აფრიკული ჰაერის მასები სულ მალე ჩაანაცვლებს და მომდევნო დღეებში სიცხის “ტალღა” გველის. ტემპერატურა 8-10 გრადუსით მეტი იქნება, ვიდრე სეზონისთვის დამახასიათებელია და პარალელურად, ჰაერში გაიზრდება მტვრის კონტენრაცია.

წარმოგიდგენთ ტერიტორიებს, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება 14 მაისიდან 16 მაისის ჩათვლოთ პერიოდში:

დოდეკანესის კუნძულები 28-29 გრადუსი.
პელოპონისოს – 25-26 გრადუსი.
ეტოლოაკარნანია – 26-27 გრადუსი.
ატიკა – 25-26 გრადუსი.

ორშაბათი, 15 მაისი:

დოდეკანესის კუნძულები – 31-32 გრადუსი
კრეტა – 30-31 გრადუსი
პელოპონისოს – 29-30 გრადუსი
ატიკა – 26-27 გრადუსი.

სამშაბათი:

თრაკი – 29-30 გრადუსი
ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები – 28-29 გრადუსი.
აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები – 28-29 გრადუსი.
დოდეკანესის კუნძულები – 28-29 გრადუსი.
კრეტა – 27-28 გრადუსი.

onalem

ტესტ