fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“როცა პირველად გამოვჩნდით, შემეშინდა, რადგან ბერძნულიც კი არ ვიცოდი” – ივონი ბოსნიაკი

ივონი ბოსნიაკისა და ანტონის რემოს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია. მომღერალი წარმატებით ტკბება და ამ ყველაფერს მისი მეუღლის პროფესიული წინსვლაც დაემატა, რადგან ივონი ბოსნიაკი საუკეთესო დიზაინერთა შორის დასახელდა. მათი გოგონა, ელენი, კი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარი მშობლების პოპულარობის დონეს.

“მან უბრალოდ იცის, რომ მამა მღერის. როცა ანტონი სახლში არ არის, მის სიმღერებს ვუსმენთ. ასევე იცის, რომ დედა ტანსაცმელს კერავს. მე ვქმნი ტანსაცმელს ჩემი გოგონასა და მეუღლისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვისა და მამაკაცის სამოსით ვარ დაინტერესებული. ამას მხოლოდ ოჯახისთვის ვაკეთებ.

წარსული ყველაფერში გვეხმარება, რომ არ დავუშვათ შეცდომა მეორე ჯერზე და ეს გამოცდილება ნამდვილად გიცავს. როცა პირველად საჯაროდ გამოვჩნდით, შემეშინდა, რადგან არ ვიყავი ამ ყველაფერს მიჩვეული და ბერძნულიც კი არ ვიცოდი კარგად. ძალიან რთული იყო, მაგრამ მე მყავდა კაცი, რომელმაც ხელი მაგრად ჩამჭიდა და მეუბნებოდა, რომ არ შემშინებოდა. ახლა ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა ვმართო.

ძალიან ვამაყობ მისით, რომ როდესაც მღერის, მაყურებელი აღფრთოვანებულია. როცა ქუჩაში მივდივართ, ყოველი მესამე გვაჩერებს. ერთი წუთით გასვლისას შეიძლება ერთი საათი დაგვჭირდეს. მათ უყვართ ანტონი, უნდათ დაელაპარაკონ და ფოტოები გადაიღონ. 

ჩვენს სახლში საჭმელს მხოლოდ მე ან ჩემი დედამთილი ამზადებს. ვგიჟდები კერძების მომზადებაზე, ეს განტვირთვაა,” ამბობს მშვენირი ივონი ბოსნიაკი.

onalem

ტესტ