fbpx
საბერძნეთი

ხანძარი თესალონიკში – მეხანძრეებმა სახლები ბოლო წუთს გადაარჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ხანძარი დღეს საღამოს პანორამას ტერიტორიაზე გაჩნდა.

როგორც მედია იუწყება, ცეცხლი სახლებთან ძალიან ახლოს იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია და ადგილობრივებმა იქაურობა დატოვეს.

ადგილზე მუშაობდა 40-მდე მაშველი და როგორც ერთ-ერთი მოსახლე აცხადებს, ისინი ელვის სისწრაფით მივიდნენ ხანძრის ტერიტორიაზე და ყველაფერი გააკეთეს მის კონტროლის არეში მოსაქცევად. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი სახლი ბოლო წუთს გადაარჩინეს, რადგან გალავანი დაიწვა.

მეხანძრეებს ეხმარებოდა ორი ვერთმფრენი და რამდენიმე საათის შემდეგ ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა. ამ დროისთვის დასახლებას საფრთხე აღარ ემუქრება.

onalem

ტესტ