fbpx
საბერძნეთი

“მუდმივად ფულს მთხოვდა, ამიტომ შევასხი მჟავა სახეში, მაგრამ ვნანობ” – 49 წლის ქალის ყოფილი მეუღლის ჩვენება

მესინიში ქალზე მჟავით თავდასხმის ფაქტმა საზოგადოება შეძრა. აღნიშნულს გამოეხმაურა იოანა პალიოსპირუც, რომელიც აცხადებს, რომ შოკირებულია მომხდარით და ფაქტობრივად, უსაფრთხოდ არცერთი ქალი არ დადის ქუჩაში.

ვრცელდება მსხვერპლის ყოფილი მეუღლის ჩვენებაც, რომელმაც დანაშაული აღიარა. მისი განმარტებით, ყოფილ ცოლს ყველგან ვალები ჰქონდა, მუდმივად თანხას სთხოვდა, შესაბამისად, თავზე კონტროლი დაკარგა და მჟავა ამიტომ შეასხა, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ დანაშაულს ძალიან ნანობს და უნდა, რომ ქალს დაეხმაროს.

49 წლის ქალი, რომელიც 6 შვილის დედაა, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული და ამბობს, რომ არავის უსურვებს მსგავსი რამის გამოცდას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამ ყველაფერს თავს დააღწევს.

როგორც იკვევა, დაკავებული ოფიციალურ ჩვენებას პროკურორის წინაშე შაბათს 12:00 საათზე მისცემს.

onalem

ტესტ