fbpx
საბერძნეთი

550 გრადუსი ტემპერატურა გემზე, სადაც სამ ბერძენს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ

გავრცელებული ინფორმაციით, კერკირაზე უკვე ჩავიდნენ სამი გაუჩინარებული ბერძენის ოჯახის წევრები, რომელთა პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ცნობილია, ბერძნებს სადგომზე, მანქანებში ეძინათ, ვინაიდან, როგორც ერთ-ერთის ვაჟი ამბობს, გემზე საშინელი პირობებია და სხვაგან დაძინება შეუძლებელი იქნებოდა მათთვის. მისი თქმით, ბევრჯერ უმგზავრია კონკრეტული გემით და არ არის საკმარისი კაბინები ხალხისთვის, რომ ნორმალურად მოთავსდნენ.

არსებული შეფასებებით, იტალიური ხომალდის შიდა ტერიტორიაზე ტემპერატურა 550 გრადუსს უდრის. მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია, ვინაიდან ცდილობენ, რომ თან ცეცხლი ჩააქრონ და გემი თან წყლის ზედაპირზე შეინარჩუნონ. ცხადია, მას უკვე დაუყენეს სამაგრები, მაგრამ მაშველების ბორტზე ასვლა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ბერძნები ამბობენ, რომ არ კარგავენ იმედს, რომ მათ ოჯახის წევრებს ცოცხლებს იპოვიან, თუმცა, გემის იღუმენიცადან გასვლის შემდეგ კონტაქტზე არცერთი გამოსულა.

 

onalem

ტესტ