fbpx
საბერძნეთი

ქაოსი საბერძნეთის სალონებში: არავაქცინირებულები შაბათამდე ვიზიტებს ითხოვენ

როგორც უკვე ცნობილია, შაბათიდან, 6 ნოემბრიდან, საბერძნეთში მოსახლეობის აუცრელ ნაწილს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები უწესდება. მათ სილამაზის სალონებში, კომერციულ მაღაზიებსა და მრავალ სხვა დაწესებულებაში მხოლოდ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ შესვლა, რაც გარკვეული საფასურის გადახდას მოითხოვს, ყოველ ჯერზე 10 ევრო Rapid ტესტისთვის.

ირკვევა, რომ ქაოსი ფიქსირდება სილამაზის სალონებში, ტელეფონები არ ჩერდება გუშინდელი დღიდან და ყველა აუცრელი ადამიანი ითხოვს, რომ ვიზიტი დანიშნოს შაბათამდე, ვიდრე ახალი ზომები ძალაში შევა.

“დაახლოებით 30-მა ადამიანმა დარეკა და ითხოვდნენ, რომ ვიზიტები დაგვენიშნა მიმდინარე კვირაში. უნდათ, რომ მოასწრონ, ვიდრე ახალი შეზღუდვები ძალაში შევა. გუშინ საღამოდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სიახლის შესახებ, ტელეფონი არ ჩერდება. შაბათამდე უნდათ მოსვლა.

მე ვფიქრობ, რომ ეს ზომა მოსახლეობას აიძულებს, რომ წავიდნენ სტილისტებთან, რომლებიც სახლებში ან სარდაფებში მუშაობენ. ვინ გადაიხდის 10 ევროს სწრაფი ტესტის გასაკეთებლად, რომ შემდეგ მოვიდეს და თმა შეიჭრას?!” – ასეთი აზრი აქვს ერთ-ერთი სალონის მეპატრონეს.

 

onalem

ტესტ