fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის ავტობუსში 46 წლის მამაკაცი იარაღით ავიდა – პოლიციამ ის ადგილზე დააკავა

თესალონიკის ავტობუსის მგზავრებში დიდი შეშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ მათ გვერდით იჯდა მამაკაცი, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. საუბარია 46 წლის მამაკაცზე, რომელიც პოლიციამ ადგილზე, შემოწმების შედეგად დააკავა.

ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ პოლიცია საჩივრის შესვლის შემდეგ გაჩერებასთან ელოდებოდა ავტობუსს, ოფიცრები ტრანსპორტში ავიდნენ და ყველა მგზავრს მოსთხოვეს, ხელები მაღლა აეწიათ. როდესაც 46 წლის მამაკაცამდე მივიდნენ, მან ხელები ასწია, მაგრამ იარაღი ფეხებში ჰქონდა ჩადებული და ქურთუკით ცდილობდა დამალვას. მიუხედავად ამისა, ხელების აწევასთან ერთად, ქურთუკიც შესაბამისად აიწია და გამოჩნდა, რომ ავტობუსში იარაღით იჯდა.

არსებული ცნობებით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რასაც მისი საუბრის მანერა ადასტურებდა, ამბობდა ფრაზებს: “მე არაფერი მაქვს ხელებში. რა უნდა წაიღოთ, არაფერი მიჭირავს.”

პოლიციამ ის დააკავა და ადგილიდან წაიყვანა ისე, რომ არავინ დაშავებულა.

onalem

ტესტ