fbpx
საბერძნეთი

ახალი ელექტრო-ავტობუსები ათენსა და თესალონიკში სულ მალე – ჩინეთში მათი მასიური წარმოება იწყება

ახალი ელექტრო-ავტობუსების შემოწმება, რომლებიც გააძლიერებენ ათენისა და თესალონიკის ურბანულ სატრანსპორტო ფრონტს, წარმატებით დასრულდა და აღნიშნული საკითხები განიხილეს ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩინური მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის ფარგლებში.

როგორც ჩანს, აღნიშნული ავტობუსების მასიური წარმოება იწყება და ისინი უახლოეს მომავალში ათენსა და თესალონიკში ივლიან, სავარაუდოდ, აპრილიდან გამოჩნდებიან ქუჩებში.

ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 100%-ით ელექტრო ავტობუსები აპრილის თვიდან მოგვემსახურებიან.

ამ კონკრეტული ავტობუსების სიგრძე 12 მეტრია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა კი, 110,8 მილიონი ევროს უდრის, რომელშიც შედის როგორც თავად ტრანსპორტი, ასევე დამტენები, რომლებიც მათი ელ. ენერგიით აღსაჭურვად არის აუცილებელი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თავდაპირველად დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო შემდეგ კიდევ 400 დაემატება და საზოგადოებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე 650-მდე ავტობუსი მოემსახურება.

onalem

ტესტ