fbpx
საბერძნეთი

დღეს ღამით საბერძნეთში ზამთრის დროზე გადავდივართ – საათების გადაწევა კვლავ საჭიროა

დღეს საბერძნეთში საზაფხულო “გრაფიკი” სრულდება და ღამით, 03:00 საათისთვის, კვლავ გადავდივართ ზამთრის დროზე.

რას ნიშნავს ეს?!

ოქტომბრის ბოლო კვირას, ანუ ამჯერად 30 ოქტომბერს, საათები 1 საათით უკან უნდა გადავწიოთ, რათა ზამთრის დროზე გადავიდეთ. შემდეგ კი, ზაფხულის დროზე დასაბრუნებლად, კვლავ წინ გადმოვწევთ მარტის თვის ბოლო კვირას.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა გაუქმდეს, თუ უნდა შენარჩუნდეს დროის ცვლილების ტენდენცია და ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

რაც შეეხება საბერძნეთს, ენერგეტიკის მინისტრი, კოსტას სკრეკასი, მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ტენდენცია გაუქმებისკენ არ მიდის და წელსაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ დრო.

ამ ყველაფერზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ, ჩატარდა კვლევები და ახლაც მიმდინარეობს გარკვეული მზადება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციისა და მონაცემების მიხედვით, არ დადგინდა, რომ დროის შეცვლა ან არ შეცვლა რაიმე გავლენას მოახდენს ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ