fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, “ტატარნას ხვრელში” იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის 40 წლის ოფიცერი გუშინდელი დღის შემდეგ იძებნებოდა, რადგან სახლიდან ბენზინის ჩასასხმელად გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი მეუღლის სოფელში იმყოფებოდა, სახლში თქვა, რომ ბენზინის ავზის გასავსებად მიდიოდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა, შედეგად კი, ოჯახმა პოლიციაში დარეკა და დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია.

სამწუხაროდ, მისი მანქანა გუშინვე იპოვეს, მის ცხედარს კი მთელი ღამე ეძებდნენ და ბოლოს “ტატარნას ხვრელში” მიაგნეს, 65 მეტრის სიღრმეზე. ეს არის ადგილი, რომელიც ძალიან ახლოს არის ტატარნას ხიდთან. ამავე ტერიტორიაზე ეძებდნენ 48 წლის ქალსაც, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებულია.

პოლიციის ოფიცრის მანქანაში იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, გასაღები კი შესაბამის ადგილას იყო დატოვებული. მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხდა ტრაგედია, ის ერთი შვილის მამა იყო.

onalem

ტესტ