fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საგადასახადო სამსახურმა შემოწმებისას აღმოაჩინა სასუვლაკე, რომელსაც 1,1 მილიონი ევროს ქვითრები არ ჰქონდა მოჭრილი

გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო სამსახურმა კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში ჩატარებული შემოწმებების შედეგად საკმაოდ ბევრი დარღვევა აღმოაჩინა. ერთ-ერთმა დაწესებულებამ კი, შეიძლება ითქვას, რეკორდი მოხსნა ამ მხრივ.

როგორც ირკვევა, მიაგნეს სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტს, სასუვლაკეს, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, 1,1 მილიონი ევროს ჩეკები არ ჰქონდა მოჭრილი. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი მხოლოდ 5 წელია არსებობს და მოახერხა, რომ ამ დროის მანძილზე კანონდარღევვების რეკორდი დაეფიქსირებინა.

ხელმძღვანელობა სამ დონეზე არიდებდა თავს გადასახადებს, საგადასახადო დეკლარაციაში არ აფიქსირებდა შესაბამის ინფორმაციას და არც ელექტრონული პლატფორმების საშუალებით გაკეთებულ შეკვეთებს აღრიცხავდა, შესაბამისად, არ ჭრიდა ქვითრებს, რომელთა ღირებულებაც 1,1 მილიონ ევროს უდრის.

onalem

ტესტ