fbpx
საბერძნეთი

1-ლი თებერვლიდან სისტემა იხსნება – თანხები საბერძნეთის მოსახლეობას პროდუქტების შესაძენად

საბერძნეთში პლატფორმა განაცხადების შესავსებად, როგორც მედია იუწყება, 1-ლი თებერვლიდან იხსნება და 15 მარტის ჩათვლით იქნება ღია. განაცხადი, რომ მთავრობამ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტების ღირებულების 10% დაფაროს, vouchers.gov.gr-ზე უნდა შეავსოთ.

როგორც უკვე ცნობილია, სახელმწიფოს სუბსიდირებით სარგებლობისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ტაქსინეტის კოდები და ამკა. სუბსიდირება იმოქმედებს როგორც სუპერმარკეტებში, ასევე, საცხობებში, ხორცისა და თევზის მაღაზიებში ანუ ნებისმიერ მაღაზიაში, რომელიც სურსათს გვთავაზობს.

ყოველთვიური შესყიდვის ლიმიტი ერთსულიან ოჯახზე შეადგენს 200 ევროს, ხოლო დამატებით წევრებზე 100 ევროთი იზრდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა უკვე აღნიშნა, მოსახლეობა თანხებს მიიღებს, პროდუქტების შეძენის ვალდებულების ქონის გარეშეც.

 

onalem

ტესტ