fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ტელეფონებს?! – 24 წლის გოგონას მობილური ხელებში აუფეთქდა

24 წლის ბერძენი გოგონა ჰყვება, როგორ აუფეთქდა ხელებში საკუთარი მობილური ტელეფონი, როდესაც საუბრობდა. იგრძნო, როგორ გაცხელდა ეკრანი, შემდეგ გაშავდა, “გასივდა” და აფეთქდა. ცხადია, გოგონამ ტელეფონი ხელიდან გადააგდო და ხალიჩაზე დავარდნის შედეგად ხანძარიც კი გაჩნდა. ხალიჩას დღემდე ეტყობა ცეცხლის კვალი.

მან დაუყოვნებლივ დახმარება ითხოვა და მისმა მამამ და მეზობელმა ცეცხლი ჩააქვრეს.

“ინციდენტისას სერიოზულად არ დავშავებულვარ. არც სახეზე და არც ხელებზე. მადლობა რეფლექსებს. იმ მომენტში მცირე რაოდენობით სისხლი და ნაკაწრები მქონდა.”

ადრიანა ამანატდისუ ამბობს, რომ ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ ტელეფონი მაღაზიაში შეიძინა, შენახული აქვს.

გოგონას და მის ოჯახს ჯერ არ გადაუწყვიტავთ იმოქმედონ მაღაზიის წინააღმდეგ კანონის გზით თუ უბრალოდ უყურადღებოდ დატოვონ ინციდენტი, რადგანაც გოგონა სერიოზულად არ დაშავებულა.

onalem

ტესტ