fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ქარი და წვიმა ატიკის რეგიონში – მომდევნო საათებში ამინდი უარესდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ატიკის რეგიონში მომდევნო საათებში ამინდი მკვეთრად იცვლება. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და წვიმა.

როგორც ირკვევა, ათენში საღამოს საათებში იწვიმებს, ასევე იწვიმებს აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და კრეტაზე. შემდეგ ფენომენი გავრცელდება იონიისა და კიკლადესის კუნძულებზეც.

საბერძნეთის მთიან რეგიონებში, ჩრდილოეთით, არსებობს სეტყვის მოსვლის შესაძლებლობაც. გაუარესებული ამინდის ფენომენი შენარჩუნდება პარასკევამდე, შემდეგ კი, ნელ-ნელა გაუმჯობესდება.

ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 31-დან 35 გრადუსამდე იმერყევებს, მხოლოდ ჩრდილოეთით დაეცემა 26 გრადუსამდე.

onalem

ტესტ