fbpx
საბერძნეთი

სერიოზული ინციდენტი ზაკინთოს ქვაბულებში: კლდე ჩამოინგრა და 48 წლის ქალს ცურვისას ზედ დაეცა

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული შემთხვევა კუნძულ ზაკითნოს წყლებში, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და აქტიურ ტურისტულ ადგილას მოხდა. ეს კუნძული ცნობილია თავისი კლდოვანი ქვაბულებით, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები.

როგორც ირკვევა, 48 წლის ქალბატონი სწორედ ერთ-ერთი მსგავს ქვაბულში ცურავდა, რა დროსაც კლდე ჩამოინგრა და ზედ დაეცა. ის საკმაოდ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ზაკინთოს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე რჩება და მკურნალობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ზაკინთოს პორტის ადმინისტრაცია აწარმოებს.

onalem

ტესტ