fbpx
ჯანმრთელობა

მიკრობი, რომელიც აზიური ქვეყნებიდან შემოაქვთ და განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის

ბერძნული მედია საინტერესო სტატიას ავრცელებს ბაქტერიასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან სწრაფად ვრცელდება ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცის. არსებული ინფორმაციით, ბაქტერია აზიური ქვეყნებიდან შემოაქვთ და განსაკუთრებით რისკის შემცველად სასტუმროები სახელდება.

გერმანული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად უნდა იფრთხილონ 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებმა. ბაქტერიამ საავადმყოფოებში უკვე ათასობით ადამიანი გააგზავნა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მისი დამარცხება ანტიბიოტიკითაც კი შეუძლებელია.

დადგინდა, რომ სასტუმროებში ცხოვრება ოთხჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ჰოსტელებში და სხვადასხვა საერთო საცხოვრებლებში გაჩერება. ასევე უსაფრთხოა კემპინგი.

აღნიშნული დასკვნა სწორედ იმ ადამიანთა შემთხვევების შესწავლის შედეგად მიიღეს, რომელთა მდგომარეობაც ბაქტერიის გამო უეცრად გაუარესდა.

იმ ადამიანთა 20%, რომლებიც ყველაზე ხშირად მოგზაურობენ, დაინფიცირებულნი არიან.

მეცნიერები მოსახლეობას მოუწოდებენმ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, რათა ბაქტერიის გავრცელების შანსი შემცირდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთი ტურიზმის ზენიტშია, ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებსა და ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

onalem

ტესტ