fbpx
ჯანმრთელობა

80 ადამიანი კარანტინში, დახურული სკოლები და აღელვებული მეცნიერები – რა მდგომარეობაა საბერძნეთში?!

როგორც ჩანს, საბერძნეთში კვლავ საგანგაშო მდგომარეობა ბრუნდება. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იმატებს და ექიმების საფიქრალი ახლა ის არის, თუ რამდენ ადამიანს გადასდეს ინფიცირებულებმა კორონავირუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ 46 წლის მასწავლებელს, ეხინოსიდან, ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც კარანტინში შევიდა 80 სხვა მასწავლებელი და დაიხურა დაახლოებით 5 სკოლა.

გარდა ამისა, თესალონიკში ცნობილი მომღერლის ქალიშვილის მიერ გამართულ წვეულებაზე, რომელიც ინგლისიდან დაბრუნდა, დაინფიცირდა რამდენიმე ადამიანი, ვირუსი კი მათ თავად გოგონამ გადასდო, რომელიც თავდაპირველად უსიმპტომო იყო, ხოლო შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ლამიაში ვირუსი დაუდგინდა ცოლ-ქმარს, მათ ქალიშვილსა და 2 თვის შვილიშვილს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდნენ.

85 წლის მამაკაცი ლამიას რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მასთან ერთად არის ჰოსპიტალიზირებული მისი ქალიშვილი, ხოლო მეუღლე და შვილიშვილი უკეთეს მდგომარეობაში, ლარისას საავადმყოფოში არიან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ოჯახის ტესტებმა აეროპორტში უარყოფითი პასუხები აჩვენეს, მაგრამ ავად მოგვიანებით გახდნენ.

onalem

ტესტ