fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კვლავ საგანგაშო რიცხვები – მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება საბერძნეთში არ წყდება

როგორც პროფესორი სოტირის ციოდრასი აცხადებდა, იმისთვის, რომ საბერძნეთში ვითარება გამოსწორდეს, ეს რიცხვები, რომლებიც ამ დღეებში ფიქსირდება, მომდევნო ორ კვირაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სამწუხაროდ, გუშინწინდელი 203 და გუშინდელი 126 ახალი შემთხვევის შემდეგ, დღეს მდგომარეობა ისევ გაუარესდა და ფიქსირდება 196 ახალი ინფიცირებული.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაიზარდა რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფთა რიცხვიც, როცა ორი დღის წინ ეს რიცხვი 22-ს უდრიდა, ახლა მართვით სუნთქვაზე 26 პაციენტია შეერთებული. რამდენიმე კვირის წინ კი მძიმე პაციენტები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი იყო.

დღეს, 11 აგვისტოს, ფიქსირდება კიდევ 1 გარდაცვალება, რამაც საერთო ჯამში, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 214-მდე გაზარდა.

onalem

ტესტ