fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე ეძებენ ლამაზ გოგონებს, რომლებიც სანაპიროზე შეზლონგებზე ისხდებიან – ხელფასი, უფასო კვება და საცხოვრებელი

როგორც ზინა კუცელინის გადაცემის სიუჟეტიდან გახდა ცნობილი კუნძულ მიკონოსზე ახალი სამუშაო პოზიციები გაჩნდა და ეძებენ ლამაზ გოგონებს, სასურველია, თუ მოდელი იქნება, რათა მარტივი სამუშაო შეასრულოს. მოვალეობა შემდეგია: გოგონები სანაპიროს პირველ რიგში მდგომ შეზლონგებზე უნდა ისხდნენ/იწვნენ, რათა აღნიშნული შეზლონგების საფასური “გაზარდონ”.

დიახ, ნამდვილად ასეთ ვაკანსიებზეა საუბარი და დაინტერესებულ გოგონებს სთავაზობენ ხელფასს, უფასო კვებასა და საცხოვრებელს.

როგორც სიუჟეტში აღნიშნავენ, სანაპიროს შეზლონგების პირველ რიგებს ნამდვილად ხშირად იკავებენ ცნობილი პირები და სოციალური ქსელის ვარსკვლავები, ე.წ. ინფლუენსერები და შესაბამისად, იზრდება აღნიშნული შეზლონგების საფასურიც. სავარაუდოდ, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება სანაპირო ბარის ხელმძღვანელობამ, რომ მსგავსი ვაკანსიები გაავრცელოს და თანხა გადაუხადოს ლამაზ გოგონებს მხოლოდ იმაში, რომ იქ იმყოფებოდნენ და თავიანთი “სოლიდური” გარეგნობით გავლენა მოახდინონ ფასებზე.

აღსანიშნავია, რომ წელს მიკონოსი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც გასულ წელს, ვიზიტორები ჰყავს, მაგრამ სიძვირისა და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ტურისტულმა ტენდენციებმა გასულ წელთან შედარებით იკლო.

onalem

ტესტ