fbpx
საბერძნეთი

დღეიდან გაძლიერებული კონტროლი საბერძნეთის აეროპორტებში – რა იცვლება?!

აეროპორტების ხელმძღვანელობის ცნობით, საბერძნეთის აეროპორტებში, მათ შორის, ათენის საერთაშორისო აეროპორტშიც, დღეიდან პასპორტებს განსაკუთრებული სიმკაცრით შეამოწმებენ.

7 აპრილიდან, ევროპის რეგულაციის 458 / 2-17 კანონის მიხედვით, საბერძნეთი ვალდებულია განახორციელოს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის მკაცრი კონტროლი/შემოწმება, შენგენის ზონაში მოგზაურობის ფარგლებში.

აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც მოდიან შენგენის არაწევრი თუ წევრი სახელმწიფოებიდან, ვალდებულებიან გაიარონ სპეციალური შემოწმება საბერძნეთის პოლიციიის მიერ.

საბერძნეთი ცხადია შენგენის ზონის ქვეყანაა, ისევე როგორც: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვეიცარია, ესტონეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია.

onalem

ტესტ