fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მღვდელი ავადმყოფ 23 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობდა და მას ფულის შესაგროვებლად იყენებდა

ტრიკალადან გავრცელებულმა ამბავმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. 35 წლის სასულიერო პირი, რომელიც სხვა ეპარქიის სოფლებში მოღვაწეობდა, 23 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობდა და მას ფულის შესაგროვებლად იყენებდა. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მიხედვით, ის მართავდა ორ საბანკო ანგარიშს და ხალხს მოუწოდებდა, ჩაერიცხათ თანხები 23 წლის ბიჭის დასახმარებლად, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის პრობლემა ძალიან სერიოზული იყო და მკურნალობას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა თავად 23 წლის ბიჭს, ორივე საბანკო ანგარიშს მხოლოდ და მხოლოდ მღვდელი განაგებდა და არაფრის გაგების საშუალებას არ აძლევდა.

პოლიციამ მღვდლის ანგარიშებზე ზემოთ აღნიშნული ხრიკით მოქმედების შედეგად შეგროვებული 12.922,50 ევრო აღმოაჩინა, მის სახლში 2.000 ევრო, ამას გარდა, 2.110 ევრო, რომელიც თან დაჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მან შეიძინა 31.000 ევროს ღირებულების ავტომობილი, ხოლო კომპიუტერებსა და ტელეფონებში გადახდილი თანხა 9.500 ევროს უდრის.

onalem

ტესტ