fbpx
საბერძნეთი

მიცოტაკიმ დააანონსა, რომ იქმნება მკერდის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომელიც ფოფი გენიმატას სახელს ატარებს

კირიაკოს მიცოტაკიმ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ 2022 წელს ხელმისაწვდომი იქნება პროგრამა, რომელიც მკერდის კიბოს პრევენციაზე იქნება ორიენტირებული და ეს პროგრამა ფოფი გენიმატას სახელს ატარებს.

პრემიერის თქმით, გენიმატა უნდა დავაფასოთ ისე, როგორც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, 2022 წლისთვის მისი სახელობის პროგრამა 50-დან 69 წლამდე ქალებს საშუალებას მისცემს, სრულიად უფასოდ გამოიკვლიონ საკუთარი ჯანმრთელობა, ამ მხრივ, რადგან მკერდის სიმსივნე ძალიან ხშირია ქალებში და ეს არის დაავადება, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია, როცა დიაგნოზი დროულად ისმის.

“ეს იმ სახელმწიფოს ვალია, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება და ფოფის ღიმილსა და ძალას ატარებს,” წერს მიცოტაკი.

onalem

ტესტ