fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სახანძრო თვითმფრინავის ორივე პილოტი გარდაცვლილია – 34 და 27 წლის ახალგაზრდები

სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ სახანძრო თვითმფრინავის, Canadair-ის ორივე პილოტი გარდაცვლილი იპოვეს. საუბარია ორ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც გამანადგურებელ ხანძრებთან ბრძოლას შეეწირა.

ხრისტოს მულასი 34 წლის იყო, ხოლო პერიკლის სტეფანიდისი 27 წლის. ისინი კარისტოში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ, ხომალდმა წყალი ცეცხლმოდებულ ტერიტორიას დაასხა, მისი ფრთა ხეს შეეჯახა და შემდეგ ხევში ჩავარდა, სადაც აფეთქდა.

ადგილზე არსებული მდგომარეობიდანაც გასაგები იყო, რომ იქ ადამიანი ვერ გადარჩებოდა, თუმცა, სანამ ცხედრები არ იპოვეს, მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

ამ დროისთვის ხანძრები კვლავ უკონტროლოა რამდენიმე ტერიტორიაზე.

 

onalem

ტესტ