fbpx
საბერძნეთი

სკანდალი საბერძნეთში: სკოლის დირექტორმა ემიგრანტი ბავშვის მშობლებს 50 ევრო მოსთხოვა, რომ მათ შვილს მემორიალზე გვირგვინი დაედო

ბერძნული მედია ასაჯაროვებს სკანდალურ ამბავს, რომელიც თესალონიკში მოხდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ემიგრანტი ბავშვის მშობლებს 50 ევრო მოსთხოვა გვირგვინისთვის, რომელიც 28 ოქტომბრის დღესასწაულთან დაკავშირებით მემორიალზე უნდა დაედო.

წარმოუდგენელია, მაგრამ დირექტორმა ეს “ხრიკი” მოიგონა იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ ბავშვს, რომელიც საბერძნეთშია დაბადებული, მაგრამ არის “უცხოელი”, არ მიეტანა გვირგვინი და პირადად მას არ დაედო მემორიალზე. ანუ ის ფიქრობდა, რომ ბავშვის “ღარიბ” მშობლებს არ ექნებოდათ თანხა ამისთვის და უარს იტყოდნენ ცერემონიაში მონაწილეობაზე, მაგრამ გეგმა ჩაეშალა.

ბავშვის მშობლებმა დირექტორს განუცხადეს, რომ მსგავსი რამ სკოლის ისტორიაში პირველად ხდებოდა და რომ არანაირი თანხის მიცემას არ აპირებდნენ იმ “პატივისთვის”, რომელსაც მემორიალთან გვირგვინის დადება ჰქვია. პარალელურად კი, მათ თავად დაამზადეს ულამაზესი დაფნის გვირგვინი და შვილს მისცეს.

ასე მარცხდებოდა ფაშიზმი, ასე მარცხდება ახლაც!!!

onalem

ტესტ