fbpx
საბერძნეთი

ალექსის კუგია გიორგოს ლიაგას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს: “საშიში და საზიზღარი ადამიანია”

ალექსის კუგიასა და გიორგოს ლიაგას შორის გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებები პერიოდულად ხდებოდა ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად კუგიამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია და ითხოვს, რომ ლიაგა სამსახურიდან გაათავისუფლონ.

ცნობილი კრიმინალისტი ტელეწამყვანს ნაძირალას და ბერძნული ოჯახისთვის საშიშ ადამიანს უწოდებს და ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სამსახურიდან. კუგია ყურადღებას ამახვილებს ლიაგას განცხადებებზე, რომლებიც უკავშირდება სტეფანოს კასელაკის და ზოგადად, ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაქრეს ასეთი ადამიანი ტელეეკრანიდან, მისი განმარტებით, ლიაგა ბერძნული ოჯახისთვის საშიში ადამიანია.

მეორეს მხრივ, რედაქტორთა კავშირი გიორგოს ლიაგას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ გმობს კუგიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ასევე, აპირებს, რომ ლიაგას მხარი დაუჭირონ ნებისმიერ სამართლებრივ ქმედებაში.

 

onalem

ტესტ