fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში: ქალმა საკუთარი 6 თვის შვილი მოკლა – შემთხვევას შეესწრნენ მისი დები

შემზარავი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, იმათიაში მოხდა. 37 წლის ქალმა თავისი 6 თვის ჩვილი მოკლა, მისივე დების თვალწინ.

6 და 7 წლის გოგონებმა ბებია-ბაბუას აცნობეს, რომ სახლში რაღაც მოხდა, ისინი სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და 6 თვის ჩვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ბავშვს პულსი არ ესინჯებოდა და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ცნობებით, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და ბავშვი დაიღუპა.

პოლიციამ მოკლე ხანში დააკავა ჩვილის დედა, რომელსაც საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამასთანავე, აქვს ფსიქიკური პრობლემები, რომელთა გამოც წარსულში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.

 

onalem

ტესტ