fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა კაცმა საკუთარ სახლში შეჭრილი მძარცველი მოკლა

ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა, როცა ორი ბოშა კორინთოში მცხოვრები ბერძენი მამაკაცის სახლში ქურდობის მიზნით შეიჭრა. სახლის პატრონი მალევე მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს და მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი გაიქცა. თუმცა, მას პოლიციისთვის არ უცნობებია, რადგან შეეშინდა. იმის ნაცვლად, რომ ძარცვის მსხვერპლი ყოფილიყო, დამნაშავე თავად აღმოჩნდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი სხვა ბოშები განყოფილებაში მივიდნენ და თავიანთი მეგობრის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. მოკლული მამაკაცი 48 წლისაა.

პოლიცია მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდა გამოძიებას, თუმცა, უშედეგოდ. ბოლოს კი 35 წლის ბერძენის მანქანაზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს და შემდეგ გვამსაც მიაგდეს, რომელიც მან ოდნავ მოშორებით გადააგდო.

მან მკვლელობა აღიარა, რის შემდეგაც დააპატიმრეს. ასევე ჩამოართვეს იარაღი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. დაკავებულია მეორე ბოშაც, რომელიც მის სახლში შეიჭრა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ბოშები მომხდარის გამო შურს იძიებენ.

onalem

ტესტ