fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო sms 13032-ზე – რა იხსნება ხვალიდან საბერძნეთში?!

საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხვალიდან დიდი სავაჭრო ცენრები და მოლები იხსნება. ცხადია, კარგად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები და პროტოკოლი.

კერძოდ, 24 აპრილიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება Click Away-სა და Click Inshop-ის მეთოდებით.

ცხადია, ისევ სავალდებულო იქნება 13032-ზე SMS-ის გაგზავნა, რომელსაც ვადა ექნება 3 საათი და მისი გაგზავნა შესაძლებელი იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ. ასევე, ვიზიტის დანიშვნის შემდეგ, კონკრეტული მაღაზიიდან უნდა მოგივიდეთ დამადასტურებელი SMS.

სამუშაო საათები (სურვილისამებრ) იქნება 07:00 საათიდან 20:30 საათამდე, შაბათს 07:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სავაჭრო ცენტრების პერსონალი ვალდებულია ჩაიტაროს თვით-ტესტირება ყოველ კვირას.

შეგახსენებთ, რომ მაღაზიები ღია იქნება ამ კვირასაც, 25 აპრილს.

24 აპრილს ასევე იხსნება ესთეტიკური ცენტრები, რომელთა თანამშრომლებსაც თვით-ტესტირების ჩატარება კვირაში ორჯერ მოუწევთ.

onalem

ტესტ