fbpx
პოლიტიკა

გათავისუფლდება თუ არა სამსახურიდან თანამშრომელი, რომელსაც არ სურს ვაქცინის გაკეთება?! – კირიაკოს მიცოტაკის ოფიციალური განცხადება

საბერძნეთის პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, არცერთ დამსაქმებელს არ ექნება უფლება გაათავისუფლოს თანამშრომელი სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ მას არ სურს ვაქცინის გაკეთება.

“როდესაც კოვიდ-19-ის შემოტევა დასრულდება, გარკვეული ზომები ჩვენს ცხოვრებაში მაინც დარჩება. არცერთ დამსაქმებელს არ ექნება იმის უფლება, რომ სამსახურიდან გაათავისუფლოს თანამშრომელი, რომელსაც არ სურს კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩატარება.

მინდა, რომ ვაქცინაციის ვალდებულების საკითხზე მაშინ ვისაუბრო, როდესაც აღარ იქნება ზეწოლა და ნეიტრალურ მდგომარეობაში გადავალთ. ახლა ყველა საავადმყოფო “წითელშია”. ჩვენ შევქმენით ბიოეთიკის კომიტეტიც, რომელიც რჩევებს მოგვცემს ამ თემასთან დაკავშირებით. დისკუსია შემოდგომაზე გაიხსნება და შემოდგომაზევე დასრულდება.

საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ორგანიზებულია და ამით ვამაყობთ. ჩვენს ხელთ არსებული ვაქცინების გაკეთება შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. მინდა აღვნიშნო, რომ მოხუცებულთა დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ წავიდნენ და გაიკეთონ ვაქცინა. ის არის უსაფრთხო და ეფექტური. 

გსურთ, რომ მოხვდეთ რეანიმაციულ განყოფილებაში და იბრძოლოთ თქვენი სიცოცხლისთვის?! რატომ?! როცა შეგიძლიათ ეს თავიდან აირიდოთ,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ