fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

სამ დღეში ახალი გადაწყვეტილებები საბერძნეთში: რა განცხადებას გააკეთებს კირიაკოს მიცოტაკი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზუსტად სამ დღეში საბერძნეთის მოსახლეობას ეცოდინება, თუ როდემდე გასტანს კარანტინი, გაგრძელდება, თუ მოიხსნება 7 დეკემბერს.

სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი პარასკევს ოფიციალურ გაცხადებებს გააკეთებს, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით.

სამთავრობო წყაროების ცნობით, შესაძლოა ცვლილებების შესახებ საზოგადოებას სხვა მაღალჩინოსანმა ამცნოს.

როგორც ირკვევა, მოსალოდნელია კარანტინის გადავადება მინიმუმ 14 დეკემბრამდე, თუმცა, მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცასის განცხადებით, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებსა და მდგომარეობაზე მაქსიმალური დაკვირვების შედეგად.

 

 

onalem

ტესტ