fbpx
საბერძნეთი

რას ელიან თებერვლის თვეში საბერძნეთში? – მნიშვნელოვანი სიახლე კორონავირუსის მკურნალობის კუთხით

თებერვლის თვე “ომიკრონის” ტალღის გასაღებად ითვლება. საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს პროგნოზებით, იანვრის ბოლოდან დაფიქსირდება დეესკალაცია და თებერვლის დასაწყისისთვის უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანდემიის ამ ტალღის შემოტევის დასრულება მხოლოდ კვირების ამბავია და არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სულ მალე პანდემია ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი თემა აღარ იქნება.

ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია სიახლე, რომლის შესახებაც პროფესორი, სტელიოს ლუკიდი საუბრობს. მისი განმარტებით, თებერვლის თვიდან დაიწყება კორონავირუსის მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი, რაც დიდ როლს ითამაშებს ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შეჩერების კუთხით.

“”ომიკრონი” ელვის სისწრაფით გადაეცემა, მაგრამ ეს არის მუტაცია, რომელიც როგორც ჩანს, მსუბუქად დაავადებას იწვევს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამჯერ არის აცრილი, ეს უბრალო, მსუბუქ გაციებას ჰგავს.

უბრალო კოვიდ-საწოლებში მოთავსებულთა 90% არ არის აცრილი. ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი და საშუალება, რომ თავი ავარიდოთ რეანიმაციას და ცხადია, ფატალურ შედეგს. მივმართავ მოქალაქეებს, შეაფასეთ ნებისმიერი სიმპტომი, სწორად ატარეთ პირბადე, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე,” აცხადებს ლუკიდი.

onalem

ტესტ