fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ჯარიმა 100 ევრო, თუ მანქანას “შლოპანცებით” ატარებთ!

საბერძნეთის საგზაო წესებში გარკვეული ცვლილებებია. ახალი კანონის მიხედვით, 100 ევროთი დაჯარიმდება ის, ვინც საჭესთან ე.წ. “შლოპანცებით” დაჯდება.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად მძღოლების მანქანის მართვის ჩვევები ამინდის შესაბამისად იცვლება. ცხადია, დახურულ ფეხსაცმელში ცხელა, მითუმეტეს, თუ ზღვის სანაპიროსკენ მიემართებით. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ კანონი მანქანის “შლოპანცებით” მართვას კრძალავს.

წესდების მიხედვით, მსგავსი სახის ფეხსაცმელში მძღოლი საჭირო მანევრებს საკმარისად კარგად ვერ ასრულებს და ეს შესაძლოა საგზაო შემთხვევების მიზეზი გახდეს.

თუკი მძღოლი საჭესთან “შლოპანცებით” დაფიქსირდა, ის 100 ევროთი დაჯარიმდება და მართვის მოწმობას 30 დღით ჩამოერთმევა.

 

onalem

ტესტ