fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დღეს, 26 ივლისს, იკრძალება ყველანაირი სამუშაოს შესრულება გარეთ – ჯარიმები კანონდარღვევის შემთხვევაში

შრომის მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა ხაზგასმით განაცხადა, რომ დღეს, 26 ივლისს, აკრძალულია ყველანაირი სამუშაოს შესრულება, გარეთ, ღია ცის ქვეშ, ვინაიდან ტემპერატურა 45 გრადუსამდე აიწევს. აკრძალვა იმოქმედებს 12:00-დან 17:00 საათამდე და ცხადია, მოიცავს მიტანის სერვისსაც (Delivery).

გეროგიადისი აცხადებს, რომ განსაზღვრულია ჯარიმები იმ შემთხვევებში, თუკი დამსაქმებლები საკუთარ თანამშრომლებს მაინც ამუშავებენ, აკრძალვის მიუხედავად ზემოთ აღნიშნულ საათებში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა დღეებში, როდესაც იგივე სახის აკრძალვა მოქმედებდა, შრომის ინსპექციისგან ხორციელდებოდა ერთგვარი შემოწმება. თანამშრომლები უკვეთავდნენ პროდუქტებს და ამოწმებდნენ, რამდენად დათანხმდებოდა ესა თუ ის მაღაზია აღნიშნულ მომსახურებაზე. ვინაიდან ბევრმა მათგანმა შეკვეთა მიიღო, ჯარიმებიც გამოეწერათ.

 

onalem

ტესტ