fbpx
საბერძნეთი

“წყალს ბოლოჯერ დავასხამთ და წავედით, ცეცხლი ლოკალიზებულია” – პილოტების ბოლო სიტყვები, სანამ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა

მთელი საბერძნეთი პილოტებს გლოვობს, რომლებიც კარისტოში მძვინვარე ხანძარს ებრძოდნენ და როდესაც ცეცხლი უკვე ლოკალიზებული იყო და მისი ჩაქრობა სულ რამდენიმე წუთის ამბავს წარმოადგენდა, ორივე ახალგაზრდა მამაკაცი სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდას ემსხვერპლა. გლოვაა გამოცხადებული საჰაერო ძალებშიც.

ადამიანი, რომელიც მათ ბოლოჯერ ესაუბრა, ამბობს, რომ ეს მათი ბოლო ფრენა იყო იმ მხრივ, რომ ხანძარი უკვე კონტროლის არეში იყო მოქცეული და აღარ იყო საჭირო წყლის რამდენჯერმე დასხმა. მათ ბოლო მარაგი ჩაცალეს და თქვეს: “წავედით, ეს ბოლო დასხმა იყო.”

“არანაირი პრობლემა არ ჰქონდა მათ თვითმფრინავს, ჩვეულებრივად ასრულებდნენ სამუშაოებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. მითხრეს, რომ წყლის ბოლო მარაგი ჩაცალეს და მიდიოდნენ. არ შემიძლია დავიჯერო, რაც მოხდა. 10 წუთის წინ ვესაუბრებოდი, კარგად იყვნენ, შემდეგ კი, გავიგე, რომ ხომალდი ჩამოვარდა. არ მჯერა…” – ამბობს მამაკაცი.

34 და 27 წლის მამაკაცები, ფაქტობრივად, საკუთარი ქვეყნის კეთოლდღეობისთვის იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ. მსგავსი სამუშაოების შესრულება, როგორც ყოველთვის, უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული.

onalem

ტესტ