fbpx
საბერძნეთი

ზამთარი მოსვლაზე უარს ამბობს – ყველა დროის ყველაზე თბილი დეკემბერი საბერძნეთში

როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ზამთარი ჯიუტად უარობს საბერძნეთში მოსვლას და მიმდინარე დეკემბერი ყველა დროის ყველაზე თბილი თვეა, რაც კი ზამთარში ყოფილა ამ ქვეყანაში. მაშინ, როცა ამერიკა თოვლმა დაფარა და მოსახლეობა ყინვას ეწირება, საბერძნეთში თერმომეტრი 20 გრადუსს აჩვენებს და ბევრ რეგიონში მოსახლეობა ზღვაშიც ბანაობს, სანტა კლაუსის ქუდებით.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ 2022 წელს ამ ტემპერატურით დავხურავთ და არ არის მოსალოდნელი ტემპერატურის რადიკალური ვარდნა.

ამასთანავე, ცხადია, არის რეგიონები, სადაც ფიქსირდება შედარებით დაბალი ტემპერატურა და ყინვაც, თუმცა, ეს მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე, დილის საათებში, ვიდრე მზე გამოანათებს.

რაც შეეხება ათენს, დღეს ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება და მიმდინარე კვირაში თბილი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოვა.

 

onalem

ტესტ